Saturday, April 26, 2025
18.8 C
Tbilisi

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე კინორეჟისორმა თავის განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

ნაჩვენები იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შესულია ნაწყვეტები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებიდან „მიხა“, „მწვერვალი“, „დიდი მწვანე ველი“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, „ტერცო მონდო“. ასევე, წარმოდგენილი იყო კინორეჟისორის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი იშვიათი ფოტოები და მისი წინაპრების ფოტოარქივი.

საიუბილეო საღამოს უძღვებოდა მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელმაც თავისი პირველი კინოროლი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ შეასრულა.

საღამოს რეჟისორი და ორგანიზატორი იყო კინოსტუდია „ქართული ფილმი“ და სტუდიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ხათუნა ხუნდაძე.

2025 წელი „ქართულმა ფილმმა“ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.

21 მარტს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, ხოლო უკვდავთა თაღში კინორეჟისორმა და პედაგოგმა საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამომცემლობა „ბაკმი“ მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები