Friday, November 22, 2024
6.8 C
Tbilisi

ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომის წამოწყების“ ბრძანება გასცა

ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ისრაელი ომში იმყოფება“ და მან ბრძანება გასცა „ფართო სარეზერვო მობილიზაციასა და საპასუხო ომის წამოწყებაზე, ისეთი ძალითა და მასშტაბით, რომელიც მტერს მანამდე არასოდეს უნახავს“.

„ისრაელის მოქალაქენო! ჩვენ ომში ვიმყოფებით, არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში.

ამ დილით „ჰამასმა“ წამოიწყო დანაშაულებრივი, მკვლელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„მე მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები, პირველ რიგში, დავალება მივეცი, რომ გაწმინდონ დასახლებები შემოღწეული ტერორისტებისგან. ეს ოპერაცია ამ საათებში ხორციელდება.

ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციასა და საპასუხო ომის წამოწყებაზე, ისეთი ძალითა და მასშტაბით, რომელიც მტერს მანამდე არასოდეს უნახავს.

მტერი გადაიხდის ფასს, რომლის მსგავსი არასოდეს გადაუხდია. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს და შიდა სარდლობის მითითებებს.

ჩვენ ომში ვიმყოფებით და გავიმაჯვებთ!“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები