Thursday, April 24, 2025
16.8 C
Tbilisi

ნათია თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში იგეგმება სსფ-ს მისიის ვიზიტი ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში.

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების მოსასმენად.

„გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას-სტაბილური მაკროეკონომიკური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით და მაღალი ეკონომიკური ზრდით. საკმაოდ მყარია ფისკალური პოლიტიკის მდგომარეობა და დაბალია საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ ვზრდით საერთაშორისო რეზერვებს, ვატარებთ საკმაოდ ფრთხილ და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას. ყველა ეს პარამეტრი გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას რეგიონში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები