ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, პირველ მოადგილესთან ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სააღდგომო საჩუქრები წელს 500-მდე ოჯახს გადაეცა.