Wednesday, April 16, 2025
5.8 C
Tbilisi

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლის გამო გადაუდებელი სამუშაოები ტარდება და კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება

სვეტიცხოვლის ტაძარი 2025 წლის 15 აპრილი – ფოტო ლელა გიორგაძე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ 22 მარტს, ტაძარში წყლის ჩასვლის შემდეგ დაიწყო შესაბამისი სამუშაოები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დრომდე შეუძლებელი გახდა მისი დასრულება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებით ჩასვლა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ტარდება გადაუდებელი სამუშაოები და ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 22 მარტს სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.

ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია, რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება. შედეგად, დღეს კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.

ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვანად აღმოფხვრა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები