Wednesday, April 16, 2025
5.8 C
Tbilisi

ჯონდი ბაღათურია: ქუჩაში რასაც ვხედავთ, არის გაუნათლებლობის ფოიერვერკი და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის ნაწილი შეიძლება, გრანტის, ბევრი ფულის ხარჯზე ასე ბრბოდ გადააქციო

ქუჩაში რასაც ვხედავთ, არის გაუნათლებლობის ფოიერვერკი და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი შეიძლება, გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე ასე ბრბოდ გადააქციო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც 2008–2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ბაღათურიას თქმით, ქუჩაში რასაც ხედავს, განათლების სისტემის კრახია.

„ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია. ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო თუნდაც გრანტის, ბევრი ფულის ხარჯზე, განათლების სისტემის ჩავარდნაა. მადლობა ღმერთს, მცირე ნაწილია. ტრაგედიაა და ნამდვილად ძალიან განვიცდი, შენ რომ არ გაგძარცვონ, შენთვის გაკეთებულ კანონს, რასაც „ფარას“ ვეძახით, დაარქვა „რუსული“ და დაგაზეპირებინონ პრიმიტიული ფრაზა „რუსული კანონი“, რუსული ოლიგარქია, შემდეგ ეს ქუჩაში იძახო ერთი დღე, ორი დღე, ერთი თვე, ორი თვე. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ მონოპოლიები განათლების სისტემაში და სპეკულაციურად მაღალი ფასები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები