ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებთან ერთად, სამსახურის უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ალექსანდრე სარიშვილმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ისაუბრა ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის შედეგებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ნაპირსამაგრების მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამუშაოები გრძელდება ჩოჩხათის, ლესისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში. აქტიურად მიმდინარეობს ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ალექსანდრე სარიშვილმა მოისმინა ინფორმაცია ლანჩხუთში მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. მათ შორისაა, ლელობურთი, რომელიც კვირას, 20 აპრილს, სოფელ შუხუთში გაიმართება და სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობებით იქნება დატვირთული.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.