Wednesday, April 16, 2025
6.8 C
Tbilisi

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სომხეთი ევროპულ გზას თუ აირჩევს, ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მათ შორის, სამწუხაროდ, სომხეთის მოსახლეობისთვის

სომხეთი ევროპულ გზას თუ აირჩევს, ეს მტკივნეული პროცესი იქნება, მათ შორის, სამწუხაროდ, სომხეთის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, თუ სომხეთი მიჰყვება ევროპული არჩევანის გზას, ეს ობიექტურად გამოიწვევს დამკვიდრებული ეკონომიკური ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ამჟამად ერევანს აქვს პარტნიორებთან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხაზით.

გალუზინის განცხადებით, გასულ წელს რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი იყო.

„ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის მოსახლეობას აუხსნის, რა შეიძლება დაკარგოს ევრაზიის ეკონომიკური კაშირიდან გასვლით და, რეალურად, რა მოიპოვოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს ყველაფერი ძირითადად ეფემერული იდეოლოგიებია და არა რეალური ეკონომიკური თანამშრომლობა. დღესაც სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან რამდენჯერმე დაბალია, ვიდრე რუსეთთან. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ევროკავშირი ღიად ახორციელებს მტრულ პოლიტიკას სომხეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორისა და სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის მიმართ. იგი შედგება ისედაც აკვიატებული, მანიაკალური სურვილისგან, მიაყენოს რუსეთს სტრატეგიული მარცხი. ოფიციალურ ერევანში, იმედი მაქვს, ხედავენ ამ ვითარებას და შესაბამისად აფასებენ” – აღნიშნა მიხაილ გალუზინმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები