Monday, April 14, 2025
7.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც უზრუნველყოფს ნდობის აღდგენასა და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო მინისტერიალი თურქეთში გაიმართება.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა  საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა  საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი  იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები