Saturday, April 12, 2025
4.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა Inbox

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან, –  ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ბატონ ალენ ბერსესთან.
შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს.
შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები