თურქეთი, როგორც ნატო-ს უდიდესი სახმელეთო ძალების მფლობელი ქვეყანა, მზადაა, მომავალში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოების საკითხში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას დღეს აკლია ის იმედი და სტრატეგიული პერსპექტივა, რამაც თავდაპირველად სიცოცხლე მისცა ევროკავშირს სამი მეოთხედი საუკუნის წინ.
„დღეს რასაც ვხედავთ, რომ ნატო-ს მომავალი და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა დღის წესრიგშია და ეს აქტუალურია. აშკარაა, რომ ჩვენი ქვეყნის საჭიროება კიდევ ერთხელ უფრო თვალსაჩინო გახდა. ნატო-ს მეორე უდიდესი სახმელეთო ძალების მფლობელი თურქეთი მზადაა, მომავალში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოების საკითხში, განსაკუთრებით კი საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიით, რომელშიც ბოლო წლებში დიდი ნაბიჯები გადაიდგა.
მეორე მხრივ, ბრალდებები და კრიტიკაა, რომ თურქეთი შორდება ევროკავშირს და ევროკავშირის მიზანს, ჩვენთვის არავითარ ვალიდურობას არ წარმოადგენს. ევროკავშირის სრული წევრობა კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად. თუმცა ზოგჯერ შიშის, ზოგჯერ წინასწარი განწყობების, ზოგჯერ კი იმ აქტორების გამო, რომლებმაც ევროკავშირი შიგნიდან დაიპყრეს, ევროკავშირს არ შეუძლია აჩვენოს საჭირო ძალა, რათა წინ წაწიოს თურქეთის გაწევრიანების პროცესი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას დღეს აკლია იმედი, სიმამაცე და სტრატეგიული პერსპექტივა, რამაც თავდაპირველად სიცოცხლე მისცა ევროკავშირს სამი მეოთხედი საუკუნის წინ. რასაც ჩვენ ვამბობთ არის, რომ თუ ევროკავშირს სურს გადალახოს არსებული გამოწვევები, თუ მას სურს, სათანადოდ იყოს წარმოდგენილი დღევანდელ რესტრუქტურიზებულ გლობალურ სისტემაში, მან უნდა იმოქმედოს შესაბამისად; უნდა გათავისუფლდეს მისი ტვირთისგან და თურქეთმა უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი კავშირში, როგორც სრულუფლებიანმა წევრმა, რაც შეიძლება მალე. ჩვენ მზად ვართ და გადაწყვეტილი გვაქვს, წინ წავწიოთ ჩვენი წევრობის პროცესი და ასევე ველით, რომ ევროკავშირი გადადგამს სრულყოფილ ნაბიჯებს. ძვირფასო სტუმრებო, ძლიერი საგარეო პოლიტიკა ვერ იარსებებს ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიის გარეშე“, – განაცხადა ერდოღანმა.