Wednesday, April 23, 2025
12.8 C
Tbilisi

ლედი აფრასიძე: გიორგი ბარამიძემ გაბედა, ეთქვა მეზობლებისთვის, კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ, გაგვიმასპინძლდეთო, ეს მაშინ, როცა ევგენი აფრასიძე სახლში იწვოდა, გვერდით კი ომეხი აფრასიძის ცხედარი იყო

გიორგი ბარამიძემ გაბედა, ეთქვა მეზობლებისთვის, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ, გაგვიმასპინძლდეთო. ესეც კი იკადრა მაშინ, როცა წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო, გვერდით კი ომეხი აფრასიძის ცხედარი, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლედი აფრასიძის თქმით, ამ ფაქტს ბარამიძე უარყოფს, თუმცა ამის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს.

„სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და სახლში ბაბუაჩემის უკვე ცხედარი იყო, რომელიც იწვოდა, გია ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან. ბარამიძე დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს, არის ინტერვიუ, სადაც ამბობს, თითქოს არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას. სინამდვილეში, ის იქ ბრძანდებოდა და კადრებიც ადასტურებს. ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებები პროკურატურასთან. გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და გაბედა, ეთქვა მეზობლის ქალებისთვის, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი, სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ, აქ მყოფ ადამიანებს გაგვიმასპინძლდეთო. ესეც კი იკადრა, მაშინ, როცა წინ სახლი იწვოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო, გვერდით კი ომეხი აფრასიძის ცხედარი, ქუჩაში დაცხრილული. ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.

ამის შემდეგ კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა:

„ასე აიხსნება ის სათაური, რომელიც დარჩა გიორგი ბარამიძის პოლიტიკაში თანმდევად, „მიართვით კუბდარი მინისტრს“, მაგრამ ნეტა მარტო ეს იყოს მისი თანმდევი. შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს მოვისმინეთ და მთლიანად არის გიორგი ბარამიძის, სულ მცირე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია. ასე ვამბობთ, რადგან ასე მოითხოვს კანონი, რომ ასე ვთქვათ. ასევე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილის, რომელიც განცხადებაში ამბობს, რომ ის იყო პირადად დამკვეთი ამ უბედურების“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები