Sunday, April 13, 2025
8.8 C
Tbilisi

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია დაიბარეს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.

გიორგი გახარია სხდომაზე  20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.

„2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“,- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები