ახალქალაქში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ, სასულიერო პირებმა, მოქალაქეებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, 9 აპრილს, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი ,მერის მოადგილეები, თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი,საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები.
9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ახალქალაქის,კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღავლინა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, სამშობლოს ერთიანობისთვის, 9 აპრილს შეწირულ გმირთა მემორიალისთვის, რომელიც მოქანდაკე გოგი ოჩიაურს ეკუთვნის და ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, განახლებულ, 9 აპრილის პარკში დგას.
ხსოვნის დღეს, კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ღვაწლი, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღია, ამავდროულად კი, ეს არის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და გაუტეხელობის დღე. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო . ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე.”- განაცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა.
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ახალქალაქში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან თემატური ღონისძიება გამართეს.
ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.