Thursday, April 17, 2025
7.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს საქმიანი კავშირების მნიშვნელობას, ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო/ოდირის როლზე არჩევნების ობიექტურად შეფასებაში.

შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ და ინიცირებულ საკანონმდებლო აქტებსა და სამომავლო ინიციატივებზე.

მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები