Monday, April 7, 2025
14.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის, ქნესეთის თავმჯდომარეს, ამირ ოჰანას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებს.

აღინიშნა, რომ დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა. მხარეები შეთანხმდნენ დელეგაციების გაცვლაზე საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლებიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს ეფუძნება.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები