Wednesday, April 2, 2025
17.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: მამუკა ხაზარაძემ ძალიან კარგად იცის თავისი წარსული, მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს

მართალი ადამიანი როდესაც ხარ, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პროკურატურაში პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მამუკა ხაზარაძეს არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ დაინახოს, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში.

„მართალი ადამიანი როდესაც ხარ, ვერანაირი საგამოძიებო კომისია ან ვინმეს მხრიდან დაბარება ვერ შეგაჩერებს და, რა თქმა უნდა, გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანმა კარგად იცის თავისი წარსული, რა აქვს გაკეთებული – მას კონკრეტული როლი და ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, არ აქვს სურვილი, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რას აკეთებდა და რა კონკრეტული მისია ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები