Wednesday, April 2, 2025
15.8 C
Tbilisi

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში EasyJet-მა პირველი რეისი შეასრულა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ავიაკომპანია EasyJet-მა დაიწყო ოპერირება. თბილისში  ჟენევიდან პირველი რეისით Airbus A320 უკვე ჩამოფრინდა და პირველი მგზავრებიც ჩამოიყვანა

ტავ ჯორჯია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი მიმართულებების განვითარებას ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით  პირდაპირ ფრენებზე ჰქონდეთ წვდომა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია რომ  „იზი ჯეტისახალი დანიშნულების ადგილი სწორედ თბილისია და  ეს ავიაკომპანია ჩვენს დედაქალაქს სამ ევროპულ ქალაქთანჟენევასთან, მილანთან და ლონდონთან პირდაპირი ავიარეისებით დააკავშირებსავიარეისები კვირაში ორჯერ სიხშირით შესრულდება. ტავ ჯორჯიას გუნდი  მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მგზავრთნაკადის უპრეცედენტო  მატების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან ადაპტირდეს და ავიაკომპანიებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.“- აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე.  

დღეიდან, 31 მარტიდან   ოპერირება დაიწყო EasyJet Switzerland-მა, რომელიც ჟენევათბილისიჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს. პირველი აპრილიდან, EasyJet UK შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისილონდონითბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს  მილანითბილისიმილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს

EasyJet- ერთერთია იმ ავიაკომპანიებს შორის, რომელიც  ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ევროპულ ქალაქებთან დააკავშირებს. 2025 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატებასწორედ ახალი მიმართულებების განვითარებისა და ავიაკომპანიებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გამო,    გავლენიანმა პლატფორმამ “Routes Europe 2025”  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შეიყვანა

ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები