შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით სწავლება ჩაატარა.
სწავლების მიზანს, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა წარმოადგენდა.
სწავლების პროცესში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მოხალისეები.
აღნიშნულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისთვის და მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, რომელიც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.