Saturday, March 22, 2025
5 C
Tbilisi

„ტავ ჯორჯიამ“ თბილისის აეროპორტის ტერმინალებისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხუთი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

მგზავრთნაკადის მატების ფონზე „ტავ ჯორჯია“ განაგრძობს ინვესტირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ თბილისის ტერმინალებისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხუთი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა გაფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონაში. აღნიშნული სივრცე 61%-ით გაფართოვდა (710 მ 2 -მდე), საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა კი ამავე ზონაში 18-იდან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი მატებაა. ასევე, გაფრენის ტერმინალში Primeclass Lounge-ის ფართობის 84%-ით გაზრდასთან ერთად აეროპორტის სერვისებს დაემატა სწრაფი გასასვლელი (Fast Track), რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაიარონ უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლი.

36%-ით გაფართოვდა (925 მ 2 -მდე) მოფრენის ტერმინალის საპასპორტო შემოწმების ზონა. ამავე ზონაში საპასპორტო გამშვები პუნქტების რაოდენობა 18-დან 26-მდე გაიზარდა, რაც 44%-იანი მატებაა. ტერმინალის შიდა სივრცეში ინტეგრირდა შენობის უფუნქციო ტერასებიც.

ასევე, მგზავრებისთვის კომფორტის შესაქმნელად და აეროპორტის ოპერაციული პროცესების გასაუმჯობესებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა სრულიად ახალი სამგზავრო და სატვირთო ლიფტები.

რაც შეეხება ტერმინალების მიმდებარე ტერიტორიას – სამგზავრო ტერმინალის წინ განახლდა გზის ხელოვნური საფარი 7 700 მ2 ფართობზე. ასევე, მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცეები. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 1 100 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის ზონებია.

„ეს აეროპორტის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ირევა და მით უმეტეს მგზავრთნაკადის მატების ფონზე, აუცილებელია ინფრასტრუქტურა იყოს მუდმივად წესრიგში იმისთვის, რომ უზრუნველყოფდეს როგორც მგზავრებისა და მათი თანმხლები პირების კომფორტს, ასევე ოპერაციული პროცესების მოქნილობასაც. ბოლო 1 წლის განმავლობაში, იყო ისეთი პერიოდები, როცა აეროპორტში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მაგალითად, გავიხსენებ ძალიან სასიამოვნო პერიოდს – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. დამეთანხმებით, ეს ძალიან კარგი მოგონება იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მაღალი მოთხოვნა გააჩინა ამ მოვლენებმა აეროპორტის სერვისებზე – მათ შორის საპარკინგე ადგილებზეც კი… ასეთი გაზრდილი მგზავრთნაკადი, ძალიან ბევრ გამოწვევას აჩენს ოპერირების პროცესში და ამ გამოწვევებზე ჩვენ, ტავ ჯორჯიას გუნდი მუდმივად ვადაპტირდებით. დღეს, საპარკინგე ადგილების რაოდენობაც კი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო შარშან ამ დროს, გაფრენის და მოფრენის ტერმინალების საპასპორტო შემოწმების ზონებში კი გაცილებით დიდი რესურსი შევქმენით, როგორც მგზავრების უფრო სწრაფად მომსახურებისთვის, ასევე დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ ტექნიკური მენეჯერის მოადგილე ალუდა ცაბაური.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავცრელებს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები