Saturday, March 22, 2025
5 C
Tbilisi

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, ნოვრუზ ბაირამი ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღეა

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.

„გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, მივულოცავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დღეს გაზაფხულის ბუნიობას, ძველ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს. მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუკუნეებია, ჩვენ ერთად მოვდივართ, ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.  მინდა, ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო ენერგიულად, სიცოცხლით სავსე იყოს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, სიხარულით განწყობილი, ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს მეტი შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და უფრო დიდი გახდება. მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული და შეგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი ოჯახები კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი და კარგი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები