Friday, March 21, 2025
6.9 C
Tbilisi

კახა კალაძე: გლობალური ომის პარტია თავის ინტერესს სადაც ვერ ატარებს, ხდება თავდასხმები, საქართველოში სასამართლოს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რუმინეთი საუკეთესო მაგალითია, რატომ სჭირდებოდათ ეს

სახელმწიფო გადატრიალება ფინანსდებოდა გარედან, ეს არ არის ახალი, ხალხი უკვე ყველაფერს ხედავს. საპატრიარქოზე, პატრიარქზე, სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე დარტყმა ხდებოდა გარედან დაფინანსებით. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ყველა ქვეყანაში, სადაც გლობალური ომის პარტია ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას, მაშინვე იწყება თავდასხმები, სასამართლოზე ზეწოლა, რისი ნათელი მაგალითიც არის რუმინეთი“.

„ზოგადად, ყველა ქვეყანაში, სადაც გლობალური ომის პარტია ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები, შეურაცხყოფები, საზოგადოების დაპირისპირება, სასამართლოზე ზეწოლა. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი. არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, როგორ ცდილობდნენ საქართველოში სასამართლოზე ზეწოლას, სასამართლოს ხელში ჩაგდებას და რატომ სჭირდებოდათ ეს? რუმინეთი არის საუკეთესო მაგალითი – პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმეს. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმეს არჩევნების შედეგები. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და ოპოზიციის კანდიდატი საერთოდ მოხსნეს, არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მთავარ მიზეზად დაასახელეს, რომ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე მან უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მეორემ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდი ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში? ამიტომ ხდება სასამართლოზე შეტევა, ამიტომ მიმდინარეობდა ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, მეორე ფრონტთან დაკავშირებით სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები