Thursday, March 13, 2025
9.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რეზო ხეცურიანი, გიორგი გუგავა, საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი,  მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ-მათ შორის: ალპანის, ნაკურალეშის, სპათაგორის, ლაილაშის, უსახელოს  თემების მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, მათ შორის:

ალპანა-ხიდ-ბოგირის მოწყობა.

აჭარა-კლუბის მოწყობა

ზოგიში-გარე განათების მოწყობა.

ცაგერა-გარე განათების და შიდა სასოფლო გზის მოწყობა.

ნაკურალეში-წისქვილის და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

ცხუკუშერი-სასაფლაოს შემოღობვა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წელს პრიორიტეტულია გზების რეაბილიტაცია,  სანიაღვრე არხების მოწყობა, ახალი სკვერების მოწყობა და სტადიონების შემოღობვა, აგრეთვე, გარე განათებების მოწყობა. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.

აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები