Thursday, March 6, 2025
6.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის კულტურის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა მოეწყო

ნინოწმინდის კულტურის სახლში დედის დღისა და სილამაზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრების ჰამლეტ აროიანის, ჰამაიაკ გრიგორიანის, რუზანნა გრიგორიანის, ნინოწმინდის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრების, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები.

გამოფენას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, თანამშრომლები, მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„ჩვენს შემოქმედებით ბავშვებს საშუალება მივეცით საკუთარი ნამუშევრებით წარმოაჩინონ თავიანთი თავი, ეს გამოფენა უნიკალურია. ვულოცავ ჩვენს მხატვრებს, მათ მოსწავლეებს და ყველას“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი გამოფენა უკვე ყოველწლიური ღონისძიებაა.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები