Thursday, March 6, 2025
3.8 C
Tbilisi

ტრამპმა კვერცხის ფასების მკვეთრ ზრდაში ბაიდენი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო „ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი“ და „ყოველდღიურად იბრძვის“, რომ ეს შეცვალოს და „ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გახადოს“

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედი ჯოზეფ ბაიდენი კვერცხის ფასების მკვეთრ ზრდაში დაადანაშაულა და კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ბაიდენმა განსაკუთრებით დაუშვა, რომ კვერცხის ფასები კოტროლიდან გასულიყო“ და იგი „ფასების შესამცირებლად დიდ ძალისხმევას სწევს“.

მაგრამ როგორც CNN აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით შენიშნავს, ამერიკაში კვერცხის კრიზისი დიდწილად გამოწვეულია მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპით, რამაც 40 მილიონზე მეტი კვერცხის მდებელი ფრინველის სიკვდილი გამოიწვია 2024 წელს.

როგორც CNN წერს, ნაკლები ფრინველისგან ნაკლები კვერცხები იდება და ფასებიც ამიტომ გაიზარდა: კვერცხის ფასები იანვარში, დეკემბერთან შედარებით, 15.2% -ით გაიზარდა, რაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის თანახმად, ყველაზე დიდი ყოველთვიური ზრდაა 2015 წლის ივნისის შემდეგ.

იანვარში, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ კვერცხის ფასები კვლავ განაგრძობდა ზრდას, რადგან „ბაიდენის ადმინისტრაციამ და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა 100 მილიონზე მეტი ქათმის მასობრივი დახოცვა დაუშვა, რამაც მიგვიყვანა ქათმის მიწოდების შემცირებამდე ამ ქვეყანაში, შესაბამისად, კვერცხის მიწოდების შემცირებამდეც, რაც იწვევს დეფიციტს“.

ტრამპმა კონგრესში თქვა, რომ მის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა ამერიკის ეკონომიკის გადარჩენა და მშრომელი ოჯახებისთვის ტვირთის შემსუბუქება“.

დონალდ ტრამპმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში წინა ადმინისტრაცია დაადანაშაულა და თქვა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო „ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი“. მისივე თქმით, ის „ყოველდღიურად იბრძვის“, რომ ეს შეცვალოს და „ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გახადოს“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები