ლონდონის მიმართულებით ფრენების დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და British Airways-ის წარმომადგენლები ბოლო ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლეში მათ სხვადასხვა შეხვედრა გამართეს და ადგილზე გაეცნენ თბილისის აეროპორტის სერვისებს.
British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებს ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.
British Airways-ი თბილისი–ლონდონი–თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.