საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად დედის დღე მიულოცა.
„ყველა ქალბატონს მინდა მივულოცო დედის დღე. განსაკუთრებთ კი ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს. ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ“, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
სამშობლოს დასაცავად დაღუპულთა დედებს მუნიციპალიტეტის მერიამ 300-300 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.