Thursday, February 27, 2025
3.8 C
Tbilisi

სტიქიის შედეგებთან გამკლავების პროცესში სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.

„სამხედროები დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ.

გურიის რეგიონში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებიც მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში მონაწილეობენ, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები