რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება, – აცხადებს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულვა და ასკვნის, რომ „აქედანაც კარგად ჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს“.
„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ. ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით სჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება. აქედანაც კარგად სჩანს, ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.
ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად. ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია. საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში“- გვამცნო თავის დროზე ბიძინამ. ივანიშვილმა ყველაზე საზიზღარი რაც ქართველ ხალხს დამართა ისაა, რომ მთელი ქვეყანა ნაცარქექიად აქცია.
რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
ასლან ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.