საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.