ინტენსიური თოვის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება ტექნიკის დროული გადაადგილება. დღის ბოლომდე ცენტრალური გზები მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გაიწმინდება.
ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ მდგომარეობას.