საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
იუნკერები საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლებში დაიღუპნენ. რუსეთის არმიის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისთვის კოჯორ-ტაბახმელასთან გამართული ბრძოლიდან 104 წელი გავიდა.