„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე სოფლების – ყუმურის, ტობანიერის, შუამთის და მთისძირის მოსახლეობას შეხვდნენ.
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო. ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათება და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.
დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა და სამუშაოების წარმოება უკვე თვის ბოლოდან დაიწყება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.