„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
ნიგვზიანში გამართულ შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 784 000 ლარია გამოყოფილი. საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.