Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის, ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს

2011-2012 წლებში დონალდ ტრამპი ამბობდა საქართველოსა და ჩემზე, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი და მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.

„გავიხსენოთ, დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოსა და ჩემზე 2011-2012 წლებში. ის ამბობდა, რომ სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. დონალდ ტრამპი ხუმრობდა, კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს.

ამას ამბობდნენ ესენი და ერთი ნაწილი ცდილობს სწორედ იმისთვის ჩემს დასჯას, რაზეც მაქებდა ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე. თქვენ შეგიძლიათ, ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხვას, ვიბრძოლებ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე, საქართველოს გათავისუფლებამდე. დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი, საქართველოს სჭირდება ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ის უკვე შექმნილია, ძალიან საამაყო ახალგაზრდებს ძალიან მაგარი იდეები აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები