Friday, February 21, 2025
-0.2 C
Tbilisi

38 დღის შემდეგ, მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც 38 დღე შიმშილობდა, დღეიდან შიმშილობას წყვეტს.

„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ,“ – ნათქვამია მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც კლინიკა „ვივამედთან“ გამოცემა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ წაიკითხა.

„ბათუმში ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის“, – აღნიშნავს ამაღლობელი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები