Friday, February 21, 2025
-0.2 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება.

ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-ს შტაბბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს.

ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები