Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ტრამპმა განაცხადა, რომ „ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან და შეთანხმდნენ, რომ „დაუყოვნებლივ“ დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ „დაუყოვნებლივ“ დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

თავის პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს,, რომ ორივე მათგანი შეთანხმდა, რომ „სურთ რუსეთ-უკრაინის ომში მილიონობით ადამიანის სიკვდილის შეჩერება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ დაიწყებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმირებას პუტინთან საუბრის შესახებ.

ტრამპმა დასძინა, რომ ის და პუტინი ასევე შეთანხმდნენ ურთიერთგაცვლით ვიზიტებზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები