Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრეზიდენტმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა მიმდინარე და განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მხარეებმა სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორობის მზადყოფნა გამოხატეს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები