Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 -ის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 -ის“ ფარგლებში საკონსულტაციო საერთო კრებები გრძელდება.

შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევს.

ამჯერად, ფილიპოვკაში, ბურნაშეთში, დადეშში, დავნიაში, ბარალეთში, დიდ სამსარში, პატარა სამსარში, ვაჩიანში, ხორენიაში, ხოსპიოში, მარტუნში, ბავრაში, ბოზალში, ჩამძვრალაში, მურჯახეთში, მერენიაში, იხტილაში, ხავეთსა და ერინჯაში, ადგილობრივებს თვითმმართველობის წევრები შეხვდნენ.

სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები გამოავლინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს მოსახლეობის მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები და სოფლის პროგრამის ფარგლებში მათ განხორციელებას მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამომავლო განვითარებაში.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები