ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 7 თებერვალს, განძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (განძა,საღამო) საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრი დავიდ დურგარიანი, ხოლო მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, იურიდიული სამსახურის უფროსი ხორენ ავეტისიანი, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი. ასევე, საკრებულოსა და მერიის სხვა თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
პრიორიტეტად განძაში ახალი სასაფლაოს შემოღობვა, ხოლო საღამოში – ხიდის მშენებლობა განისაზღვრა.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.