Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ, 300 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარს.

დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა/მეურვემ/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։

  • განცხადება მერის სახელზე
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი
  • მშობლის საბანკო რეკვიზიტები.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები