Monday, February 3, 2025
2.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია

„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მუშაობის შეფასებისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

„ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ მცდელობა, არ ეღიარებინათ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატები და ამით გარკვეულწილად ჩრდილი მიეყენებინათ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისადმი, ეს ოპოზიციას, მის მხარდამჭერ და გვერდში მდგომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ შორის, ზოგიერთ უცხოურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჰარმონიულად და ორკესტრირებულად მუშაობდნენ, ჩაუვარდათ. ეს მცდელობა ჩვენი დელეგაციის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩავარდა და დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი იქნა, თუმცა ის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ასეთ პირობებში ვერ ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეა თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდეს, რაც დემოკრატიის და ხალხის ნების პატივისცემაზეა დამყარებული. თუკი ერთმანეთის სუვერენიტეტს და არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას პატივი არ ვეცით, მაშინ რთულია ვისაუბროთ საერთაშორისო თანამშრომლობის იმ პრინციპებზე, რომელზეც თანამედროვე სამყაროა დამყარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები