Saturday, April 19, 2025
12.8 C
Tbilisi

სალომე ზურაბიშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილება „უცხოური აგენტების კანონზე“ საპასუხოდ მიიღო და ბრიუსელისაგან საქართველოში ახალი არჩევნებისაკენ მოწოდებას ითხოვს

დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საპასუხოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება უჩვეულოდ აღიქმება.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე საპასუხოდ, გარკვეულწილად, უჩვეულოდ ჩანს. მას შემდეგ საქართველომ უარესი გადაიტანა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოუწოდეთ ახალი არჩევნებისკენ!“ – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები