Saturday, April 19, 2025
9.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პაპაუაშვილმა ორბანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ერთ-ერთი დასტურია.

ვიქტორ ორბანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერი ძმური კავშირები არსებობს.

“აღინიშნა, რომ ეს კავშირები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალურ პოლიტიკაში ბოლო დროს დაწყებული პროცესების ფონზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდ თანამშრომლობაზე, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე.

ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებას.

ამასთანავე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ამ კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებს.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სათანადოდ მოამზადებს.

მხარეებმა, აგრეთვე, გამოხატეს საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე თანამშრომლობის მზაობა.

ვიქტორ ორბანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი უნგრეთის მხარდაჭერა დაადასტურა.

მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს საქართველის პოზიციების დაცვას ევროკავშირის დონეზე.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები