Thursday, January 30, 2025
5.8 C
Tbilisi

პიტერ სიიარტო: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დამარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული ურთიერთობები აღდგება, ახალი ადმინისტრაცია განიხილავს წარსულ ზომებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შურისძიების მიზნით

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობები აღდგება. აღნიშნულის შესახებ სიიარტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, მარკო რუბიოს განუცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია უნგრეთს მტრად ხედავდა და ამიტომ, შურისძიების მიზნით შემოიღო მთელი რიგი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ.

„ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ ის როდესაც ამბობს, აღვადგენთ უნგრეთ-ამერიკულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე გულისხმობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია განიხილავს წარსულ ზომებს, რომლებიც შემოღებულ იქნა შურისძიების მიზნით“, – აღნიშნა პიტერ სიაარტომ.

თავის მხრივ, პიტერ სიიარტოსა და მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან საუბრისას ხაზი გაუსვა თავდაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს სტრატეგიული ჩართულობა ევროპის მიღმა – ლათინურ ამერიკასა და ჩინეთთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები