ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინტენსიურ რეჟიმში იწმინდებოდა გზები სოფლებში – პატარა ხანჩალი, ორლოვკა, სპასოვკა, თორია, უჩმანა, სათხა და ოროჯალარი.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.
ინფორმაციას და ფოტომასალას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.