Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: „თბილისობას“ ვულოცავ ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს; რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? – პირველ რიგში მშვიდობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის  მოედანზე დაესწრო.

კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა,  თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.

დედაქალაქის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა.

„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.

რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? – პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები