ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი ოჯახის მინიმალური დახმარების ოდენობა განისაზღვრა 400 ლარიდან და ოჯახები ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 100 ლარს მიიღებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18-წლამდე ასაკის ბავშვი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ცხოვრობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და აკრედიტებულ კოლეჯებში (აგრეთვე, ე.წ “4+1 ” პროგრამის სტუდენტები, რომლებიც სხვა სახელმწიფო პროგრამით ან სასწავლო გრანტით არ სარგებლობენ) წელიწადში ერთხელ, სწავლის საფასური 1250 ლარის ოდენობით ,დაუფინანსდებათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების თანხა გაიზარდა და წლიური გადასახადის 50% შეადგენს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
🔹️განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; (ერთ-ერთი მშობლის მიერ).
🔹️ მშობლების პირადობის მოწმობები;
🔹️ შვილების დაბადების მოწმობები ან პირადობის მოწმობები;
🔹️ქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
🔹️ განმცხადებლის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში;
🔹️ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობისა და კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.
ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე