Wednesday, January 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ოჯახი 2025 წელს დაბადებულ ყოველ ახალშობილზე 400 ლარის ფულად დახმარებას მიიღებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 2025 წელს დაბადებულ ყოველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։

  • განცხადება მერის სახელზე.
  • ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.
  • მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში).
  • ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტები.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები